ბრიტანული ტურისტული სააგენტო Travelbag-ის კვლევის მიხედვით, მარტო მოგზაურობისთვის ყველაზე შესაფერისი ქალაქია ვიეტნამის დედაქალაქი ჰანოი. ექსპერტებმა შეაფასეს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა უსაფრთხოება, მომსახურების ღირებულება, კლიმატი და ადგილობრივების დამოკიდებულება სტუმრების მიმართ.
Travelbag-ის კვლევის შედეგად შედგა მსოფლიოს იმ ტურისტული მიმართულებების ტოპ-10 სია, სადაც მოგზაურობა მარტო მყოფთათვის ყველაზე კომფორტული და ხელმისაწვდომია.
ვიეტნამის დედაქალაქმა, ჰანოიმ, სიის პირველი ადგილი დაიკავა რამდენიმე მაჩვენებლის წყალობით:
ტოპ-10 საუკეთესო მიმართულება Travelbag-ის ვერსიით
ჰანოი, ვიეტნამი
კოლომბო, შრი-ლანკა
კანდი, შრი-ლანკა
სიემრეაპი, კამბოჯა
გრანდ-ბეი, მავრიკი
ჩიანგმაი, ტაილანდი
კუალა-ლუმპური, მალაიზია
ზანზიბარი, ტანზანია
მალე, მალდივები
პხუკეტი, ტაილანდი












