მაროკოს მთავრობამ და ბრაზილიის თვითმფრინავების მწარმოებელმა Embraer-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივი პროექტების განხორციელებას, რომელიც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა კომერციული ავიაცია, თავდაცვა და ურბანული საჰაერო მობილურობა.
დოკუმენტს ხელი მოეწერა მე-7 საერთაშორისო საავიაციო გამოფენაზე Marrakech Air Show 2024 (MAS 2024), რომელიც მაროკოში მიმდინარეობდა. აღნიშნული შეთანხმება მაროკოში მიწოდების ინტეგრირებული ეკოსისტემის შექმნის შესაძლებლობას იძლევა, ასევე ინოვაციებისა და ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას, სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილობრივი კომპეტენციების განვითარებას.
გარდა ამისა, ხელმოწერილი მემორანდუმი ითვალისწინებს ეტაპობრივ თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა პროფესიული მომზადება, ტექნიკური მომსახურება, შეკეთება და ექსპლუატაცია, ეკოლოგიურად სუფთა საავიაციო საწვავის გამოყენება და სხვა.
სავარაუდო ეკონომიკური სარგებელი ყველა დაგეგმილი პროექტიდან, 2030 წლისთვის 300 სამუშაო ადგილის შექმნით სავარაუდოდ, 300 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს და 1 მილიარდ აშშ დოლარს 2035 წლისთვის 1000 სამუშაო ადგილის შექმნით.