მარმარისი თურქეთის პოპულარული კურორტია. ეს დიდი ქალაქია, რომელიც ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვის კვეთაზე მდებარეობს.
გასული საუკუნის 80-იან წლებამდე მარმარისი მხოლოდ პატარა თევზსაჭერ სოფლად ითვლებოდა, შემდეგ უკვე, როდესაც ჩამოდიოდნენ როდოსის კუნძულიდან ფრანგი ტურისტები, აღნიშნული ქალაქი ყველასთვის ცნობილი გახდა როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილი, სადაც იყო ულამაზესი ბუნება, ზღვა, კლიმატი და ა.შ. მალე ქალაქში პირველი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო „ლიდია“ აშენდა, რის შემდეგაც მან სწრაფად დაიწყო განვითარება. მარმარისი თურქეთის ისევ ყველაზე პოპულარულ კურორტებს შორის რჩება. აქ ბევრი უცხოელი ტურისტი ჩამოდის, აქ ძირითადად შეიძლება შეხვდეთ რუსებს, ბრიტანელებსა და ჰოლანდიელებს.
ქალაქის ცენტრში ბევრი 2-3 ვარსკვლავიანი სასტუმროა განთავსებული, ასევე ცოტა მოშორებით თქვენ შეგიძლიათ დაისვენოთ სოფელ იკლემერში, სადაც ულამაზესი ხედი დაგხვდებათ.
თუ ზღვაზე დასვენება გსურთ, ამისათვის მარმარისი საუკეთესო არჩევანია. აქ ზღვაზე თქვენ შეგიძლიათ ნავებითა და იახტებით სეირნობა, რომლის ფასიც საკმაოდ ბიუჯეტურია. ქალაქში ზღვის წყალი ძალიან მშვიდია და არასდროს არის ძლიერი ტალღები, რადგან თვითონ ყურეში, წყნარ ადგილზე მდებარეობს. უნდა ვთქვათ ისიც, რომ მარმარისში პლაჟები პატარაა, შეზლონგები ერთმანეთის გვერდით არის და ქვიშაც ნაცრისფერია.
აღნიშნულ ქალაქში არის მრავალი ღირსშესანიშნაობა, რომელიც ისტორიულ წარსულში გამოგზაურებთ. მაგალითად, აღსანიშნავია ციხე, რომელიც აშენდა მაღალ ბორცვზე ძველი ციხის ნაშთებზე სულთან დიდებულის ბრძანებით 1522 წელს. ამჟამად ეს ციხე მუზეუმად არის გადაკეთებული, სადაც ზღვის ულამაზესი ხედი იშლება. საგულისხმოა ათათურქის ძეგლი. ისევე როგორც ბევრ სხვა ქალაქში, მარმარისშიც შეხვდებით თურქი რეფორმატორის მუსტაფა ქემალ ათათურქის ძეგლს. აქ ნახავთ წყლის პარკებსაც, მაგალითად, Atlantis Water Park არის პატარა მყუდრო წყლის პარკი, რომელიც მდებარეობს ზღვის სანაპიროზე, ქალაქის ცენტრთან ახლოს. მარმარისის მეორე წყლის პარკი – Aqua Dream კი მდებარეობს მაღალ ბორცვზე ქალაქთან ახლოს. თუ ყველა ზემოჩამოთვლილი ადგილის ნახვა და საოცარი დასვენება გსურთ, მაშინ არჩევანი აუცილებლად უნდა შაჩეროთ ამ ქალაქზე.