საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საუდის არაბეთში წამყვანი ტურისტული სააგენტოებისა და უმსხვილესი ავიაკომპანიების “Flynas”, “ Flydeal”-სა და “Saudia”-ს ხელმძღვანელებისთვის პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიება, რომელიც განკუთვნილია საქართველოში მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტის მოსაზიდად, ქალაქ ჯედაში გაიმართა და მას საქართველოს ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში ვახტანგ ჯაოშვილი და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული დაესწრო.
“საქართველოს პოპულარიზაციისთვის, წარმატებული ღონისძიება გვქონდა საუდის არაბეთში, რომელსაც წამყვანი ტურისტული კომპანიები და სამივე ადგილობრივი ავიაკომპანია ესწრებოდა!
ღონისძიებაზე წარვადგინეთ საქართველოს ტურისტული პოტენციალი, ვისაუბრეთ ზაფხულის კურორტებზე და რაც მთავარია იმ შთამბეჭდავ შედეგებზე რაც გულისხმობს საუდის არაბეთის 4 ქალაქიდან, კვირაში 54 პირდაპირი რეისის შესრულებას (თბილისსა და ბათუმში) ზაფხულის სეზონზე.
ყველაზე სასიხარულო კი ისაა, რომ ადგილობრივმა ტურისტულმა სექტორმა ერთხმად დაადასტურა, რომ წელს საქართველო ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული მიმართულებაა საუდის არაბეთში!მოთხოვნა დიდია, რადგან საქართველო – უსაფრთხოა, გვაქვს უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი რეისები და შთამბეჭდავი ტურისტული პროდუქტები!
2022 წლის ზაფხული, ძალიან მაგარი შედეგების სეზონი იქნება ტურიზმის ინდუსტრიისთვის”, წერს სოციალურ ქსელში მარიამ ქვრივიშვილი.

კერძო სექტორთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო არის მიმზიდველი და უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანა ტურისტულად, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საუდის არაბეთიდან მხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას.