როგორც „ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნება.

„ქართული ოცნების“ ლიდერები აჭარაში პარტიის მხარდაჭერებს ხვდებიან, სადაც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეთანხმდნენ, რომ დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი პაარლამენტიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლებს და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნება.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ქვრივიშვილს ტურიზმის, კურორტების და ავიაციის საკითხები ჩაბარდება.