ავიაციის სექტორი საქართველოსთვის ერთ-ერთი გამოკვეთილად მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა და პირდაპირი ეფექტი აქვს ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებაზე, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის აეროპორტის გამგზავრების დარბაზში Primeclass Lounge-ის განახლებული სივრცისა და სწრაფი გასასვლელის გახსნაზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა ქვეყანაში გაიზარდოს ფრენების სიხშირეების გაზრდასა და ახალი ავიაკომპანიების შემოსვლაზე მნიშვნელოვან დროს და რესურსს ხარჯავს.
„პირდაპირი ფრენები, პირდაპირ კავშირშია ტურისტული ნაკადების ზრდასთან. ჩვენთვის პრიორიტეტული ბაზრებია ევროპისა და ყურის ქვეყნები, ე.წ. „შორი მანძილის ქვეყნები“. სწორედ ამ სტრატეგიიდან გამომდინარე, სასიხარულო და მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად ჩვენ ქვეყანაში ავიაკომპანიების რაოდენობა იზრდება”, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, 2024 წლის ივნისის თვის მონაცემებით, ავიაციის ინდუსტრიაში ისტორიული მაქსიმუმს აჩვენებს და რეკორდული მაჩვენებლებია როგორც ავიაკომპანიებისა და პირდაპირი ფრენების და ასევე მგზავრთნაკადის რაოდენობის მიმართულებითაც.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს აეროპორტებში, მათ შორის თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი სულ უფრო მზარდი დინამიკით ხასიათდება და მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება.