“თიბისი ჯგუფის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე რუსეთის მიერ საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვის საპასუხოდ, უკრაინიდან ტურისტების ჩამოყვანას საკუთარი ფინანსებით უზრუნველყოფს. როგორც ბიზნესმენი აცხადებს, მზადაა, რომ Georgian Airways-ის 10 ჩარტერული რეისი დააფინანსოს, რომლითაც კიევიდან თბილისის მიმართულებით უკრაინელი ტურისტების ჩამოყვანა მოხდება.
“მეგობრებო, როგორც ჩვენთვის ცნობილია 8 ივლისიდან რუსეთიდან საჰაერო ფრენები წყდება, რაც ტურისტულ სეზონს ბუნებრივია დაემჩნევა. აქედან გამომდინარე მზადყოფნას გამოვთქვამ, რომ “თიბისი ჰოლდინგის” სახელით დავაფინანსო “ეარზენას” 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით, რათა მხარი დავუჭიროთ ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას”, წერს მამუკა ხაზარაძე Facebook-ის პირად გვერდზე.