ამერიკელი მამაკაცი ექვსი წლის განმავლობაში უფასოდ დაფრინავდა ქვეყნის მასშტაბით. ის თავს ავიაკომპანიის თანამშრომლად ასაღებდა — ახლა კი მას ციხე ემუქრება
აშშ-ის მოქალაქემ, ალექსანდერ ტირონმა, ბიუჯეტური მოგზაურობის გზა იპოვა: 35 წლის ასაკში მან უკვე მოახერხა 120 უფასო ფრენით სარგებლობა. ექვსი წლის განმავლობაში ის თავს ბორტგამცილებლად ასაღებდა, ყალბ სამსახურებრივ ბეიჯებს იყენებდა და სარგებლობდა იმ პრივილეგიებით, რომლებიც ავიაკომპანიების თანამშრომლებისთვის იყო განკუთვნილი.
ახლახან ტირონი დამნაშავედ სცნეს ელექტრონული თაღლითობისა და აეროპორტების დაცულ ზონებში უკანონო შეღწევის ბრალდებით. როგორც გაირკვა, ის მართლაც მუშაობდა ერთ-ერთ ამერიკულ ავიაკომპანიაში 2015 წლიდან, თუმცა არასდროს ჰქონდა ბორტგამცილებლის ან პილოტის პოზიცია.
ახლა მას სასჯელი ელოდება — სასამართლო განაჩენს აგვისტოში გამოაცხადებს.












