ევროპის თავზე, ავიაკომპანია Malta Air-ის (Ryanair-ის შვილობილი) სამგზავრო თვითმფრინავი კინაღამ ჩამოვარდა, რის მიზეზიც საწვავის კრიტიკული დეფიციტი გახდა.ინფორმაციას გამოცემა Daily Mail ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ინციდენტი 3 ოქტომბერს მოხდა. ლაინერი, რომელიც იტალიის ქალაქ პიზადანშოტლანდიის ქალაქ გლაზგოსკენ მიფრინავდა, ქარიშხალ “ემიში” მოყვა, რომლის ქარის სიჩქარეც საათში 160 კილომეტრს აღწევდა.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თვითმფრინავი ცაში დიდხანს დაფრინავდა წრეებზე და რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა დაშვება პრესტვიკის აეროპორტში, დისპეტჩერების მითითებით.
მოგვიანებით, ბორტი ედინბურგის აეროპორტში გადაამისამართეს, თუმცა დაჯდომამდეეკიპაჟმა საგანგაშო სიგნალი 7700 გადასცა საწვავის მარაგის ამოწურვის გამო.
თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა მანჩესტერის აეროპორტში, თუმცა ავზში მხოლოდ 220 კილოგრამი საავიაციო საწვავი იყო დარჩენილი – ეს რაოდენობა კი მხოლოდ ექვს წუთსეყოფოდაფრენისთვის.
ინციდენტის შემდეგ პოლიციამ ავიამგზავრის – Ryanair-ის – საქმიანობის გამოძიება დაიწყო.
(ცნობისათვის: ეს არ არის პირველი უჩვეულო ინციდენტი Ryanair-ის რეისებზე. ადრე, მგზავრებმა ფრენის დროს საკუთარი პასპორტების ჭამა დაიწყეს, რის გამოც რეისი პარიზში გადამისამართდა).












