უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი 2019 წლის ბოლომდე გაზრდილი ტევადობის 2 ერთეულ Boeing 737-900ER-ს მიიღებს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას avianews-ი “ლოუკოსტერის” პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ორივე საჰაერო ხომალდი 2018 წელსაა გამოშვებული და ის ისე იქნება დაკომპლექტება, რომ 215 მგზავრზე იყოს გათვლილი. პირველ Boeing 737-900ER-ს SkyUp Airlines-ი სექტემბრის ბოლოს, ან ოქტომბრის დასაწყისში მიიღებს, ხოლო მეორეს – წლის ბოლომდე. მსგავსი ტიპის 2 საჰაერო ხომალდს SkyUp Airlines-ში 2020 წლის აპრილისთვისაც ელოდებიან.
დღეისათვის SkyUp Airlines-ის ფლოტი 6 ერთეულ Boeing 737-800-ს და 2 ერთეულ Boeing 737-700-ს აერთიანებს.