სულ მალე საქართველოს ავიაციის ბაზარზე ახალი ავიაკომპანია Skycab დაიწყებს ოპერირებას. როგორც Skycab-ში განმარტავენ, ავიაკომპანიის ფორმულირებისთვის და შესაბამისი ნებართვების მისაღებად მუშაობა უკვე დაწყებულია.
კომპანიაში განმარტავენ, რომ მომხმარებელს ისეთ უნიკალურ საავიაციო სამუშაოების შესრულებას შეთავაზებენ, როგორიცაა:
სასოფლო-სამეურნეო და სატყეო სამუშაოები (მცენარეთა დაავადებებთან ბრძოლა; მავნე მწერებთან ბრძოლა; აეროთესვა).
აეროგადაღება (ტოპოგრაფიული რუკების შედგენა; გეოლოგიური დაზვერვა; ნიადაგისა და წყლის დაცვა და გამოყენება; სოფლის მეურნეობა; სატყეო მეურნეობა; ქალაქის დაგეგმარება და განვითარება).
აეროვიზუალური ფრენა/პატრულირება (ტყის პატრულირება; გარეულ ცხოველებზე დაკვირვება;ზვავსაშიში რაიონებისა და მყინვარების პატრულირება; მეტეოროლოგიური დაკვირვება;
საავარიო სამუშაოები (სასწრაფო სამედიცინო დახმარება; საძებნ და საავარიო-სამაშველო სამუშაოები; სატყეო და დასახლებული პუნქტების ხანძართან ბრძოლა).
კომპანიის გეგმებშია ასევე მგზავრთა გადაყვანა და ავიაციის სფეროში სასწავლო გაცვლითი პროგრამების განხორციელება.
თუმცა როგორც კომპანიაში განმარტავენ, ავიაკომპანიის ფორმირებისა და სამომავლო გეგმების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდიან ინფორმაციას.