მალაიზიურმა კომპანია Malaysia Aviation Group-მა (MAG) 6 ერთეული Airbus A380-800-ის გასხვისებაზე ტენდერი გამოაცხადა.

კომპანია MAG-მა, რომელის შვილობილი კომპანიაცაა Malaysia Airlines-ი, წლის დასაწყისში რესტრუქტურიზაცია განახორციელა და გარკვეული ქონების განსხვისება გადაწყვიტა. როგორც ირკვევა,  Airbus A380-800-ებით ოპერირება ავიაკომპანიის სამომავლო გეგმებში არ შედის.