მალაიზიის ეროვნულმა ავიაკომპანიამ Malaysia Airlines-მა თავისი პირველი Airbus A380 გრძელვადიანი შენახვისთვის მწარმოებელს გაუგზავნა.
სექტემბერში New Straits Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Malaysia Airlines-ი თავის ექვსივე A380-ს მათსავე მწარმოებელ Airbus-ს უკან მიჰყიდდა. აღნიშნული გარიგება არის Airbus A330neo-ს შესყიდვის შეთანხმების ნაწილი. თავად გადამზიდავმა თქვა, რომ ყველა A380 2022 წლის ბოლოს პენსიაზე იქნება.
Airbus A380-841, რომელსაც უკვე აღარ ქონდა კომპანიის კუთვნილი წარწერები და ლოგოები, გუშინ დილით კუალა ლუმპურიდან აფრინდა ტარბეს-ლურდეს პირენეს აეროპორტის მიმართულებით (Aéroport de Tarbes-Lourdes Pyrénées, LDE / LFBT. ) და უკვე ბოლო გაჩერების ადგილზე იმყოფება.