მალაიზია ტურისტულ გადასახადს აწესებს. 1-ელი ივნისიდან მალაიზიის დატოვებისას ტურისტს გადასახადის გადახდა მოუწევს. აღნიშნულ გადასახადებს გადაიხდიან ის ტურისტები, რომლებიც ქვეყანას რეგულარული ავიარეისების და კრუიზული მარშრუტით ტოვებენ. ხოლო მგზავრებს, რომელებიც ქვეყანას ჩარტერული ავიარეისებით დატოვებენ, ტურისტული გადასახადი არ ეხებათ.
ტურისტული გადასახადი კი ადამიანზე 20 მალაიზიური რინგიტია (დაახლოებით 5 დოლარია) იმ ტურისტებზე, რომლებიც მალაიზიიდან АСЕАН-ის ქვეყნებში მიემგზავრებიან, ხოლო სხვა დანარჩენ ქვეყნებზე კი გადასახადი დაახლოებით 9.5 დოლარია.