2021 წლის მაისში საქართველოს საჰაერო სივრცეში 9%-ით მეტი გადაფრენა დაფიქსირდა. როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2021 წლის მაისში საქართველოს საჰაერო სივრცის 7 475-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 9,09%-ით მეტია 2020 წლის მაისში დაფიქსირებულ მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 27,33%-ით ნაკლები 2019 წლის მაისის მაჩვენებლებთან.
2019 წლის მაისში საქართველოს საჰაერო სივრცეში 10 286 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის მაისში კი 3 575 გადაფრენა.