2019 წლის მაისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 128 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 219 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასი მაისში 76 ლარი იყო.
PMCG-ის ინფორმაციით, მაისში 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა 494 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 612 ლარი, აჭარაში – 479 ლარი, ხოლო სამცხე ჯავახეთსა და კახეთში – 375 ლარი შეადგინა..
“საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2019 წლის მაისში, 2019 წლის აპრილთან შედარებით, 6.7%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 4.1%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 11.4%-ით.
2019 წლის მაისში, 2018 წლის მაისთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 3.4%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2.5%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 15.9%-ით გაიზარდა”, აცხადებენ PMCG-ში.