2020 წლის მაისში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 3,0 ათასი ტონა, რაც 2 ათასი ტონით, ანუ 200%-ით აღემატება აპრილის თვის მაჩვენებელს (1,0 ათასი ტონა) და 9,0 ათასი ტონით ანუ 75,0%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (12,0 ათასი ტონა) შედარებით.
მაისში საავიაციო ნავთის იმპორტის 90% (2,7 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 10% (0,3 ათასი ტონა) – თურქეთიდან.
მიმდინარე წლის იანვარ-მაისის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 22,4 ათასი ტონა, რაც 20,5 ათასი ტონით ანუ 47,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (42,9 ათასი ტონა) შედარებით.

იანვარ-მაისის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 77,2% (17,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 12,9% (2,9 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 9,8% (2,2 ათასი ტონა) – რუმინეთიდან, 0,1% (0,03 ათასი ტონა) – ეგვიპტიდან.