აეროპორტ „სტამბოლიდან“ აფრიკის მიმართულებით ფრენებზე, ბორტგამცილებლები მაიმუნის ყვავილის გამო ნიღბებისა და ხელთათმანების ტარებას დაიწყებენ.
როგორც ცნობილია, ჯანმომ მაიმუნის ყვავილის ვირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მაიმუნის ყვავილის ვირუსის შემთხვევები ბოლო 10 წლის განმავლობაში ფიქსირდებოდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ინფიცირების მაჩვენებელს წლიდან წლამდე მზარდი დინამიკა ქონდა, თუმცა გასულ წელს დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. 2024 წელს დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობა 14 ათასზე მეტია, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა კი 524 ადამიანი.