ავიაკომპანია Ryanair-ის გენერალურმა დირექტორმა, მაიკლ ო’ლირიმ, ლისაბონში გამართულ პრესკონფერენციაზე პორტუგალიის მთავრობა მკაცრად გააკრიტიკა. მისი მტკიცებით, ხელისუფლება ხელოვნურად აფერხებს ლისაბონის აეროპორტის განვითარებას, რათა დაიცვას სახელმწიფო ავიაკომპანია TAP.

ო’ლირის თქმით, ლისაბონის „პორტელას“ აეროპორტს შეუძლია წელიწადში 35 მილიონ მგზავრს მოემსახუროს (ამჟამინდელი 25 მილიონის ნაცვლად), თუკი ტერმინალების გამტარუნარიანობა გაიზრდება.

მან ლისაბონი ლონდონის „გატვიკს“ შეადარა, სადაც ერთი ასაფრენი ზოლი 65 მილიონ მგზავრს ემსახურება.

„პრობლემა ასაფრენ ბილიკში კი არა, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებშია,“ – განაცხადა მაიკლ ო’ლირი

გამოსავალი: ო’ლირი მიიჩნევს, რომ TAP-ის პრივატიზაცია ერთადერთი გზაა აეროპორტის შესაძლებლობების გამოსათავისუფლებლად.

მონტიჟუს პროექტი და „ეროვნული სირცხვილი“

Ryanair-ის ხელმძღვანელმა მონტიჟუს მეორე აეროპორტის მშენებლობის გაჭიანურებას „ეროვნული სირცხვილი“ უწოდა. მისი თქმით, ნებისმიერი ევროპული დედაქალაქი ყველაფერს გააკეთებდა, რომ ქალაქის ცენტრთან ასე ახლოს მეორე აეროპორტი ჰქონოდა.

„ᲛᲝᲜᲢᲘᲟᲣᲡ ᲡᲘᲛᲫᲚᲐᲕᲠᲔᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲖᲠᲓᲐ ᲙᲐᲚᲛᲘᲡ ᲔᲠᲗᲘ ᲛᲝᲡᲛᲘᲗ ᲨᲔᲘᲫᲚᲔᲑᲐ. ᲘᲥ ᲢᲔᲠᲛᲘᲜᲐᲚᲘᲡ ᲐᲨᲔᲜᲔᲑᲐ ᲡᲐᲙᲛᲐᲝᲓ ᲘᲐᲤᲘᲐ ᲓᲐ ᲮᲘᲓᲘ ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠ ᲚᲘᲡᲐᲑᲝᲜᲘᲡ ᲪᲔᲜᲢᲠᲨᲘ ᲨᲔᲓᲘᲡ,“ — ᲐᲦᲜᲘᲨᲜᲐ Ო’ᲚᲘᲠᲘᲛ.

ო’ლირიმ ასევე შეუტია ევროკავშირის ეკოლოგიური გადასახადების სისტემას (ETS), რომელიც, მისი აზრით, „კლავს“ ტურიზმს პერიფერიულ რეგიონებში.