კომპანია Air City Madrid Sur-ი მადრიდში ახალი აეროპორტის მშენებლობაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.
პროექტის ავტორები აეროდრომ Casarrubios-Álamo-ს გაფართოების სქემას განიხილავენ, რომელიც მადრიდის დასავლეთით მდებარეობს.
ახალი აეროპორტის მშენებლობის პირველ ეტაპზე 148 მლნ ევროს მოცულობის ინვესტიციის ჩადება იგეგმება.
ახალი აეროპორტი წელიწადში 6 მლნ მგზავრზე იქნება გათვლილი.