მადაგასკარელმა მეთევზემ ინდოეთის ოკეანეში 2014 წელს გაუჩინარებული Malaysian Airlines-ის Boeing 777-ის შასის დეტალი დაიჭირა (მოიპოვა). ახალი აღმოჩენა მიზანმიმართული ავიაკატასტროფის თეორიის ამყარებს.
როგორც ვარაუდობენ თვითმფრინავს შასის საყრდენი იმ მომენტში მოძვრა, როდესაც თვითმფრინავი წყალში ჩავარდა. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს გაკეთდა განზრახ თვითმფრინავის სწრაფად ჩაძირვის მიზნით.
Malaysia Airlines-ის ლაინერის გაუჩინარების მიზეზი ვერ დგინდება. ავიაკომპანია Malaysia Airlines-ის გაუჩინარებული Boeing-777-ის ბედი, რომელიც მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურიდან ჩინეთის დედაქალაქ პეკინის მიმართულებით ასრულებდა რეისს, კვლავ ამოუცნობია. ინციდენტი 2014 წლის 8 მარტს მოხდა და ბორტზე 239 ადამიანი იმყოფებოდა.
აღნიშნული რეისის შესახებ ცნობილია, რომ თვითმფრინავთან აფრენიდან 1 საათში ყოველგვარი კავშირი გაწყდა, რის შემდეგაც მის ძებნაში არაერთი სახელმწიფო ჩაერთო.
გამოძიებამ დაადგინა, რომ თვითმფრინავმა მარშრუტი შეიცვალა და გეზი ინდოეთის ოკეანის სამხრეთისკენ აიღო, სადაც რამდენიმესაათიანი ფრენის შემდეგ გაქრა.
ძებნის ოპერაცია მიმდინარეობდა როგორც ჰაერიდან, ისე წყლის ქვეშ. სპეციალისტებმა დაათვალიერეს ინდოეთის ოკეანის ფსკერის 120 ათასი კვადრატული კილომეტრი, თუმცა თვითმფრინავს ვერ მიაგნეს. აფრიკის კონტინენტის აღმოსავლეთ სანაპიროსა და კუნძულ რეუნიონზე სხვადასხვა დროს იპოვეს სანაპიროზე გამორიყული თვითმფრინავის ფრაგმენტები, რომელთაგან რამდენიმე დაუდასტურებულად ეკუთვნის გაუჩინარებულ Boeing-ს
MH370-ის გაუჩინარება ავიაციის ისტორიაში ყველაზე იდუმალებით მოცული ამბავია.