2024 წელს საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმს „m&i Tbilisi 2024“ მასპინძლობს. ტურისტული სექტორისთვის ღონისძიების მნიშვნელობაზე საუბრობს ქლიქ ჰოლდინგის დამფუძნებელი მარიამ ყუბუსიძე.
“აღნიშნული ფორუმი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა საქართველოსთვის პოზიციონირდეს მსოფლიო საქმიანი ტურიზმის რუკაზე. ქვეყანას აქვს შესაძლებლობა მონაწილე 110 მაღალ შემსყიდველ უნარიანი ევროპული კომპანიების წარმომადგენლებს გააცნონ საქართველო, მისი შესაძლებლობები არა მარტო დასვენების არამედ საქმიანი ტურიზმის მხრიდანაც“,-აცხადებს ქლიქ ჰოლდინგის დამფუძნებელი. მარიამ ყუბუსიძის თქმით კერძო სექტორის წარმომადგენლები საერთაშორისო კომპანიებთან პარტნიორულ ურთიერთობებს დაამყარებენ:
„ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ B2B ფორმატში შეხვდნენ 40-ზე მეტ მაღალ შემსყიდველ უნარიან ეგრეთ წოდებულ ბაიერებს, დაამყარონ მათთან პარტნიორული ურთიერთობა მომავალში საინტერესო და მაღალ ბიუჯეტური ღონისძიებების საქართველოში მოზიდვის და ჩატარების მიზნით”,-განაცხადა მარიამ ყუბუსიძემ.
საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს 4 დღის განმავლობაში ევროპიდან და დიდი ბრიტანეთიდან 100-ზე მეტი ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე (ე.წ Buyer) ორგანიზაციების წარმომადგენლები და მსხვილი ტურისტული კომპანიები ეწვევიან.