“M&I Tbilisi 2024“ ფორუმის თბილისში ჩატარებას საქმიანი ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებად აფასებს ფორუმის მონაწილეო და Grata DMC-ის დამფუძნებელი ირმა კოდუა.
„M&I ფორუმები ძალიან მნიშვნელოვანია საქმიანი ინდუსტრიის სფეროში. ეს ღონისძიება ნამდვილად სანატრელი იყო ქართული MICE ტურიზმის ინდუსტრიისთვის, რადგან ჩამოვიდა 100-მდე მყიდველი რომელიც დაინტერესებულია საქართველოთი და მიაჩნია რომ ეს მიმართულება ჯერ კიდევ შეუფასებელია, ძალიან საინტერესოა მათთვის, რომ აღმოაჩინონ საქართველო და ამ ქვეყნის შესაძლებლობები. მონაწილეები აღფრთოვანებულნი არიან იმ სასტუმროების ხარისხით და სიმრავლით რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია. ევროპელი მყიდველებისთვის საქართველო აღმოჩნდა საკმაოდ პოზიტიური მიმართულება, აღნიშნავენ რომ საქართველოს აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი საქმიანი ტურიზმის მოზიდვის მიმართულებით“,-განაცხადა ირმა კოდუამ.
m&i Tbilisi-ის ფორუმი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით გაიმართა. ფარგლებში საქართველოს ევროპიდან 65 პოტენციური დამკვეთი ეწვია. ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ტურიზმის სფეროში მოღვაწე, კერძო სექტორის სერვისის მიმწოდებელი, 60 საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი.
m&i Tbilisi-ის ფორუმის ფარგლებში 150-მდე პოტენციურ დამკვეთს და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდა გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურას და საქმიანი ტურიზმის პოტენციალს.
m&i ფარგლებში 83 სერვისის მიმწოდებელმა ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ, B2B ფორმატში, 3 დღის განმავლობაში 40-მდე შეხვედრა გამართა პოტენციურ დამკვეთებთან.