ლვოვის საერთაშორისო აეროპორტი პირველი აეროპორტია, რომელსაც შეუძლია უკრაინაში მუშაობა განაახლოს, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა იალტის ევროპული სტრატეგიის (YES) შეხვედრაზე განაცხადა.

„პირველ აეროპორტად ჩვენ განვიხილავთ ლვოვის აეროპორტს. იმედი მაქვს, როგორც ეს იყო შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შემთხვევაში, როდესაც მივიღებთ გარანტირებულ უსაფრთხოებას, პირველ რიგში საერთაშორისო პარტნიორებისგან, გაეროსგან, დავიწყებთ ფრენებს, იმედი მაქვს“, – განაცხადა მან.

კუბრაკოვმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო გემების ფრენების აღდგენის მთავარი დაბრკოლება უსაფრთხოებაა და არა ტექნიკური საკითხები.

“ტექნიკურად ჩვენ გაშვებისთვის მზად ვართ. რჩება უსაფრთხოების საკითხი, რაც დღეს მთავარია”, – განაცხადა ლვოვის მერმა ანდრეი სადოვოიმ.

მისი თქმით, საჰაერო დერეფნის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინის ეკონომიკის გასაძლიერებლად.

”იმედი მაქვს, რომ ეს ესმით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებით გაეროს, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს უსაფრთხოების აუცილებელი გარანტიები”, – დასძინა მან – “ჩვენ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის. ჩვენი მხრიდან კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი აეროპორტის ფუნქციონირება აღდგეს.”

აღსანიშნავია, რომ უკრაინამ საკუთარი საჰაერო სივრცე 2022 წლის 24 თებერვალს, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დახურა. ომის პირველსავე დღეებში რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს აეროპორტებზე და სხვა ინფრასტრუქტურაზე, რომელიც უზრუნველყოფს ფრენის უსაფრთხოებას.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ხელისუფლება განიხილავს ასევე უჟგოროდის აეროპორტის მუშაობის განახლების შესაძლებლობას, რომლის ასაფრენი ბილიკი მდებარეობს სლოვაკეთის საზღვრიდან 100 მეტრში. დაგეგმილია მისი საერთაშორისო გახდომა.