უკრაინის დასავლეთით მდებარე უდიდესი ქალაქი ლვოვი საქართველოსათვის ტურისტულად მიმზიდველ მიმართულებად ყალიბდება. COVID-პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების ფონზე საქართველოს მოქალაქეებს ძველებურად თავისუფლად გადაადგილება აღარ შეუძლიათ. ამ ფონზე კი ქართველი ტურისტები საზღვარგარეთ მოგზაურობისგან თავს იკავებენ. ამ ფონზე კი უკრაინაში შესვლა შეზღუდული არ არის და ეს ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც ქართველი ტურისტები მიდიან
უკრაინასა და საქართველოს შორის კი ფრენების სიხშირე ყოველდღიურად იზრდება და ახალ-ახალი მიმართულებები ემატება.
ლვოვსა და თბილისს და ასევე ლვოვსა და ბათუმს შორის ფრენებს დღეისათვის უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines–ი ახორციელებს. SkyUp Airlines-ი ლვოვი-თბილისი-ლვოვის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში ერთი სიხშირით ასრულებს, ხოლო შემდგომ ფრენების რაოდენობას 2-მდე გაზრდის. რაც შეეხება ლვოვი-ბათუმი-ლვოვის მიმართულებას SkyUp Airlines-ი კვირაში ერთი სიხშირით ოპერირებს, თუმცა სამომავლოდ ქალაქებს შორის ფრენების რაოდენობას 4-მდე გაზრდის.
პანდემიამდე ლვოვს ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი უცხოელი ტურისტი სტუმრობდა. ლვოვში ჩასულ სტუმრებს იზიდავს როგორც ქალაქის არქიტექტურული ძეგლები, ასევე ლვოვის ყავის სახლები, მყუდრო პარკები და სკვერები, ან უბრალოდ ლვოვის ძველი ქუჩების სულისკვეთება.
ქალაქის ყველა ან თუნდაც ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისათვის ერთი დღე საკმარისი ნამდვილად არ არის. ამიტომ ლვოვში ტურისტები რამდენიმე დღით ჩადიან და ჩერდებიან სასტუმროებში ან ქირაობენ ბინებს, რომლებიც, სხვათა შორის, უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იძენს და არაფრით ჩამოუვარდება სასტუმროებს.
ამიტომ, თუ თქვენც გაგიჩნდათ ლვოვში ჩასვლის სურვილი, წინასწარ დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა, დაიქირავეთ საცხოვრებელი და გაწერეთ დღის გრაფიკი.
ლვოვის საინტერესო ადგილების ჩამოთვლისთვის ნამდვილად არ იქნება საკმარისი ორივე ხელის თითები, ამიტომ მათ ყველაზე მონახულებად ადგილებს ჩამოგითვლით: .
ბანდინელის სასახლე,
მაღალი ციხე,
დაკარგული სათამაშოების მუზეუმი,
ლვოვის თაფლკვერების სახელოსნო „იურაშკი“,
ლუდხარშვის მუზეუმი,
სტრისკის პარკი,
შევჩენკოს გაი,
ლესია კურბასას სახელობის თეატრი,
ძველი ლვოვის მიწისქვეშეთი,
ლიჩაკივის ღამის სასაფლაო.
კომპანია “ავიაქსელში”, რომელიც საქართველოში ავიაკომპანია SkyUp Airlines-ის ოფიციალური სავაჭრო აგენტია განმარტავენ, რომ ლვოვში ჩასულ ტურისტს საშუალება აქვს საინტერესო ექსკურსიები მოიწყოს. მოგზაურობის დაგეგმვაში კი “ავიაქსელი” დაგეხმარებათ, რომელსაც მომხმარებლებს საკმაოდ შეღავათან ტარიფებს სთავაზობს.
ლვოვში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ქალაქის ცენტრალური ნაწილი და მცირე ულამაზესი ეზოები, შეჩერდეთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეყვანილ შემდეგ ღირსშესანიშნაობებთან: ბაზრის მოედანი, სომხეთისა და რუსეთის ქუჩები; ეწვიოთ დომინიკის საკათედრო ტაძარს, რომის კათოლიკურ ეკლესიას, ბოიმის სამლოცველოს და სომხურ ეკლესიას; დაათვალიეროთ ლვოვის
ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრი, რატუშას დიდებული შენობა, რომელიც წარმოადგენს ქალაქის სავიზიტო ბარათს. ასევე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ცნობილი ლვოვის ყავა.
რაც შეეხება ლვოვის გარშემო მდებარე ადგილებს, რომელიც შესაძლოა ტურისტისთვის საინტერესო იყოს:
ჩერნიგოვი
ფასი 50 ლარიდან (1 დღე ავტობუსით, სასტუმროთი და ექსკურსიების ჩათვლით)
კარპატები
ფასი 220 ლარიდან (2 დღე მოგზაურობის, სასტუმროს და ექსკურსიების ჩათვლით)
ტრუსკავეცი
ფასი დღე/ღამე 50 ლარიდან
ჩერნივცი
ფასი 130 ლარიდან (2 დღე ავტობუსით, სასტუმროთი და ექსკურსიების ჩათვლით)
უკრაინის საზღვარზე ყველა უცხოელისთვის სავალდებულოა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის წარდგენა.
უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს აქვთ უფლება შევიდნენ უკრაინაში და გადაკვეთონ სახელმწიფო საზღვარი იმ პირობით, თუ ისინი წარმოადგენენ სადაზღვეო პოლისს (მოწმობას, სერტიფიკატს), რომელიც გაცემულია უკრაინაში რეგისტრირებული სადაზღვეო კომპანიის მიერ ან უცხოური სადაზღვეო კომპანიის მიერ, რომელსაც აქვს წარმომადგენლობა უკრაინის ტერიტორიაზე ან სახელშეკრულებო ურთიერთობები პარტნიორ-სადაზღვეო კომპანიასთან უკრაინაში (ასისტანსი), და რომელიც დაფარავს COVID-19-ის მკურნალობის, ობსერვაციის ხარჯებს, და მოქმედებდეს პიროვნების უკრაინაში ყოფნის სრული პერიოდის განმავლობაში.