გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ განაცხადა, რომ 2025 წლის 30 აპრილიდან დენვერის (აშშ) მიმართულებით ფრენებს მსოფლიოში ყველაზე დიდი სამგზავრო თვითმფრინავით – Airbus A380-ის გამოყენებით დაიწყებს. ეს მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება როგორც გადამზიდავისთვის, ასევე დენვერის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რომელიც პირველად მიიღებს მსგავსი ტიპის თვითმფრინავს.
დენვერი იქნება მეექვსე მიმართულება A380-ებისთვის, რომლებიც ბაზირებულია Lufthansa-სმიუნხენის ჰაბში. დენვერის გარდა, გიგანტური ლაინერები ნიუ-იორკში (JFK), ბოსტონში, ვაშინგტონში, ლოს-ანჯელესსა და დელიში გაფრინდებიან. თითოეული Airbus A380 გათვლილია 509 მგზავრზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მგზავრთა მოძრაობას ამ მარშრუტებზე.
Lufthansa ცხრა წელია ასრულებს რეისებს მიუნხენიდან დენვერში, ხოლო ფრანკფურტიდან 25 წელზე მეტია დაფრინავს დენვერის მიმართულებით. 2025 წლის ზაფხულისთვის დაგეგმილია ოთხამდე დღიური რეისი დენვერში: ორი მიუნხენიდან და ორი ფრანკფურტიდან.