გერმანული ავიაკომპანია Lufthansa ივლისში Boeing 747-ით განხორციელებული რეისების რაოდენობას გააორმაგებს.

სამგზავრო Jumbo Jet  პანდემიის დასაწყისში რეისებიდან მოხსნა. ავიაკომპანიებმა Qantas-ი და British Airways-ი “ცის დედოფალს” უკვე გამოემშვიდობნენ, თუმცა გერმანული ავიაკომპანია მათ “მოშორებას” არ ჩქარობს. 

უკვე ცნობილია, რომ Lufthansa-მ ივლისში Boeing 747-8-ით 441 რეისი დაგეგმა, რაც ივნისის მაჩვენებლებთან 85%-იანი ზრდაა. 

აგვისტოში ავიაკომპანია Boeing 747-ით განხორციელებული რეისების კიდევ უფრო ზრდას გეგმავს. წინასწარი პროგნოზით Boeing 747-ით Lufthansa აგვისტოში 616 რეისს შეასრულებს.

ძველი კონტინენტის უდიდესმა ავიაკომპანიამ ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვიტა 8 ერთეული Boeing 747-400-ის განახლებაზე. მხოლოდ 2024 წლიდან მოხდება მათი ჩანაცვლება Boeing 777-ებით, რომელთა მიწოდების თარიღებმა კვლავ გადაიწია.

Lufthansa–ს ფერებში Jumbo Jet აუცილებლად გამოჩნდება ბანგალორის, დელის, მუმბაის, ვაშინგტონის და ტორონტოს საჰაერო პორტებში, რაც დასტურდება გერმანიის ეროვნული გადამზიდავის ჯავშნის სისტემით.

სულ სექტემბერში Boeing 747-400-ით სულ დაგეგმილია 247 ფრენა. 2021 წლის დეკემბრისთვის ისინი იმუშავებენ ათი მარშრუტით, დღეში ერთხელ მაინც, რაც თვეში დაახლოებით 620 ფრენას გულისხმობს. Boeing 747-8-ის მეშვეობით კი დაახლოებით 992 რეისი განხორციელდება.

მსოფლიოში ამ თვითმფრინავების თაყვანისმცემელთა დეფიციტი არ არის, ასე რომ, ცხელი პერიოდი დადგება მათთვის, ვისაც კამერა აქვს.