გერმანული ავიაკომპანია Lufthansa თავის მგზავრებს აეროპორტებში სიტუაციის გაკონტროლებას დაჰპირდა. მიუნხენში Lufthansa Group-ის სპიკერმა შტეფან კრეიზპაინტნერმა განაცხადა, რომ გასული წლის ბოლოდან ავიაკომპანია პარტნიორებთან ერთად ემზადება ზაფხულისთვის. Lufthansa-ს მიზანია განრიგში სტაბილური ფრენები უზრუნველყოს.

”დარწმუნებული ვარ, ყველა სირთულის მიუხედავად, ეს ზაფხული ბევრად უფრო საიმედო იქნება, ვიდრე გასულ წელს,” – დასძინა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა.

Lufthansa ზაფხულში მიუნხენიდან 145 მიმართულებით გეგმავს ოპერირებას.