Lufthansa Group-ი საქართველოდან დაწყებული რეისების ავიაბილეთებზე ფასდაკლებას აცხადებს.

როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აქციის ფარგლებში ნაყიდი ბილეთებით მოგზაურობა 2022 წლის 30 აპრილამდე უნდა დაიგეგმოს.

“გეგმავთ საშობაოდ დასვენებას? დაგეგმეთ თქვენი დასვენება Lufthansa Group-თან* ერთად და მიიღეთ 140 ლარიანი (40 ევრო) ფასდაკლება ჩვენს ყველა მიმართულებაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

სპეციალური შეთავაზებით შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთები 2022 წლის იანვრის ბოლომდე და იმოგზაუროთ 2022 წლის 30 აპრილამდე.

ეს შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ Lufthansa Group-ის * ვებსაიტებიდან (lh.com etc ) ან აპლიკაციიდან დაჯავშნის შემთხვევაში.

უბრალოდ შეიყვანეთ ქვემოთ მოცემული პრომო-კოდი შესაბამის ველში ვებგვერდზე დაჯავშნისას და მიიღეთ ფასდაკლება.

პრომო კოდი: Z0LGFLGH6IP8* “, აღნიშნულია Lufthansa-ს, Lufthansa CityLine-ს, Austrian Airlines-ის და SWISS-ის ერთობლივ განცხადებაში.