Deutsche Lufthansa AG-მა 2024 წლის მესამე კვარტალში წმინდა მოგება 8%-ით – 1,095 მილიარდ ევრომდე შეამცირა. ეს იმ ფონზე, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში წმინდა მოგების მაჩვენებელი 1,192 მილიარდი ევრო იყო.
დაზუსტებული მოგება პროცენტამდე და გადასახადამდე (EBIT) 9%-ით დაეცა და 1,34 მილიარდ ევრომდე შეადგინა. შედეგი პრაქტიკულად დაემთხვა თავად ავიაკომპანიის მიერ მომზადებულ კონსენსუსურ პროგნოზს.
საანგარიშო პერიოდში ავიაკომპანიის შემოსავალი 5%-ით გაიზარდა და 10,738 მილიარდ ევროს მიაღწია.
Lufthansa ივლის-სექტემბერში 40,311 მილიონ მგზავრს მოემსახურა (ზრდა 6%-ით), მიმდინარე წლის ცხრა თვეში კი ავიაკომპანიის მგზავრთნაკადი 100,609 მილიონი მგზავრი (ზრდა 8%-ით იყო). ფრენების დატვირთულობამ მესამე კვარტალში 87.2% შეადგინა (წინა წლით ადრე 86.3%), იანვარ-სექტემბერში – 83.4%-ი (83.5%).
2024 წლის ბოლოს, ავიაკომპანია მგზავრების მოცულობის გაზრდის გამო „შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდას“ ელოდება და გეგმავს მიაღწიოს კორექტირებულ EBIT-ს 1,4-1,8 მილიარდი ევროს ფარგლებში.