გერმანიაში Lufthansa-ს თვითმფრინავის შასში ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას Bild ავრცელებს.
ლაინერი ფრანკფურტში თეირანიდან ხუთშაბათს ჩავიდა.
როდესაც თვითმფრინავის ბორტი ყველა მგზავრმა დატოვა, ამის შემდეგ მოხდა ცხედრის აღმოჩენა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც თვითმფრინავი ანგარში შეიყვანეს.
ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. დაღუპულის იდენტიფიცირებაზე მუშაობა მიმდინარეობს.