ავიაკომპანია Lufthansa-ს თვითმფრინავში, რომელიც ბუენოს-აირესიდან ფრანკფურტის მიმართულებით მიფრინავდა 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ამის მიზეზი ძლიერი ტურბულენტობა გახდა, იუწყება Reuters.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ინციდენტი 12 ნოემბერს “გიგანტური თვითმფრინავში” მოხდა. ორსართულიანი Boeing 747-ს ატლანტის ოკეანის თავზე იმყოფებოდა, როდესაც ტურბულენტურ ზონაში მოხვდა.

შედეგად დაშავდა ექვსი ბორტგამცილებელი და ხუთი მგზავრი. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. თვითმფრინავის ბორტზე სულ 329 მგზავრი და ეკიპაჟის 19 წევრი იმყოფებოდა.

Lufthansa-ს ცნობით, როგორც კი თვითმფრინავი გერმანიაში დაეშვა, ყველა დაზარალებულს ექიმებმა საჭირო დახმარება გაუწიეს.