გერმანულიო ავიაკომპანია Lufthansa თავისი თვითმფრინავების ინტერიერის განახლებას აპირებს. ცნობილია, რომ ავიაკომპანიის თვითმფრინავებში იტალიური კომპანია Geven-ის ახალ სავარძლები დამონტაჟდება და ბარგის თაროები გაფართოვდება.
როდესაც გაუმჯობესებული A320-ები შემოვა კომპანიის ფლოტებში, მგზავრებს რამდენიმე (სასიამოვნო) ინოვაცია ელოდებათ. პირველ რიგში, სალონში იქნება მეტი ადგილი, ასევე ადგილი ბარგის თაროებზე. მეორეც, შესაძლებელი იქნება მოწყობილობების დამუხტვა ბორტზე. ხოლო ტელეფონებზე და პლანშეტებზე ფილმების ყურება უფრო მოსახერხებელი გახდება – ტექნიკის სპეციალური დამჭერები ჩაშენდება სავარძლების საზურგეზე.
თვითმფრინავების ინტერიერი ეტაპობრივად განახლდება.