ავიაკომპანია Lufthansa-ს მგზავრები, რომლებიც ივლის-აგვისტოში გერმანიიდან გრძელმაგისტრალური რეისებით იმგზავრებენ, თავს კოსმოსში იგრძნობენ.
ამ პერიოდში ბიზნეს კლასის მგზავრებს შესაძლებლობა ეძლევათ კოსმოსური კერძი “რაგუ ქათმის ხორცით და სოკოთი” შეუკვეთონ, რომელსაც Lufthansa-ს კეიტერინგის სამსახურმა – LSG Group-მა გერმანელი კოსმონავტის ალექსანდრა გერსტას და მისი ჯგუფისათვის კოსმოსურ სადგურზე გამოკვებისათვის შექმნა.
აღსანიშნავია, რომ ევროპის კოსმოსური სააგენტოს დაკვეთით LSG Group-მა ალექსანდრა გერსტას ჯგუფისთვის სულ ექვსი კერძო შექმნა.