Lufthansa– ს გენერალურმა დირექტორმა კარსტენ შპორმა ავიაბილეთის დაბალი ფასები გააკრიტიკა.

“ავიაბილეთები 4.99 ევროდან არამხოლოდ ეკონომიკურადაა გაუმართლებელი, ასევე ის სახიფათოა ეკოლოგიისათვის. ისინი ქმნიან მოთხოვნას, რაც რეალურად არ არსებობს. შედეგად, ჩვენ ვხდებით კრიტიკის საგანი, რომელიც ჩრდილავს ყველა იმ სიკეთეს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ”, განაცხადა Lufthansa-ს გენერალურმა დირექტორმა.