Lufthansa-ს აღმასრულებელმა დირექტორატმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ავიაპარკში მყოფი 14 ერთეული თვითმფრინავი-გიგანტიდან – Airbus A380 6 ერთეული ჩამოიწერება.

გერმანული ავიაკომპანია გეგმავდა, რომ 2022 წელს ამ თვითმფრინავების უკან, Airbus-ს მიყიდდა. თუმცა COVID-19-მა პროცესები დააჩქარა. დღეისათვის ყველა Airbus A380-ი Lufthansa-ს რეგულარული ფრენებიდან მოხსნილია. 

შემცირებული მოთხოვნილების პირობებში სამუშაოსთვის ადაპტაციის პროგრამის ფარგლებში, Lufthansa ფლოტიდან გამოიტანს ასევე 12 გრძელმაგისტრალურ, 4 ძრავიან საჰაერო ხომალდებს, მათ შორის 5 ერთეულ Boeing 747-400 და 7 ერთეულ Airbus A340-600-ს.

საშუალო მაგისტრალური თვითმფრინავების ფლოტი კი 11 ერთეული Airbus A320-ით შემცირდება.

რეგიონალური ქვედანაყოფი Lufthansa Cityline კი რომელიც 2015 წლიდან გრძელმაგისტრალურ ტურისტულ მიმართულებებს ემსახურება 3 ერთეულ Airbus A340-300-ს ჩამოწერს.

შვილობილი “ლოუკოსტერი” Eurowings-ი საკუთარ ავიაპარკს 10 ერთეული Airbus A320-ით შეამცირებს. იმავდროულად ოპერირებას შეაჩერებს მეორე “ლოუკოსტერი” Germanwings-ი, რომელიც ამ დროისათვის Eurowings-თან ინტეგრაციის პროცესშია.

Lufthansa-მ ასევე დაანონსა ფლოტის შემცირება და რესტრუქტურიზაციის პროგრამის დაწყება შვილობილ ავიაკომპანიებში –  Austrian Airlines-სა და Brussels Airlines-ში.

ასევე, შვეიცარიული “შვილობილი” ავიაკომპანია Swiss-ის ახალი თვითმფრინავებით მომარაგება გადავადდა. ახალი პროგრამის თანახმად, ავიაკომპანიას შეუძლია ძველი თვითმფრინავების ექსპლუატაცია ნაადრევად შეაჩეროს.