გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ა პირბადის მოხმარებასთან დაკავშირებით წესებს ამკაცრებს. 1-ელი თებერვლიდან Lufthansa ნაჭრის პირბადიან მგზავრებს ბორტებზე აღარ დაუშვებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყველა მგზავრი ვალდებულია სამედიცინო პირბადე ან რესპირატორი FFP2 გამოიყენოს. 

როგორც ცნობილია საჰაერო ტრანსპორტი ყველაზე უსაფრთხო ტარნსპორტადაა მიჩნეული. თავის მხრივ კი თვითმფრინავის ბორტზე პირბადის გამოყენება და HEPA ფილტრები COVID-19-ის გავრცელების რისკებს ამცირებს. ავიაკომპანია კრძალავს ასევე სარქველანი პირბადის გამოყენებასაც.

აღნიშნული შეზღუდვების შემოღება Lufthansa-მ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გერმანიის მთავრობამ მოქალაქეებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებში და სხვადასხვა ადგილებში ნაჭრის პირბადის გამოყენება აუკრძალა.