მსოფლიოში უდიდესმა ლოგისტიკურმა კომპანია DB Schenker-მა ავიაკომპანია Lufthansa-სთან პარტნიორობით ფრანკფურტი-შანხაი-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე, ეკოლოგიური ნახშირბად-ნეიტრალური საავიაციო საწვავით, ყოველკვირეული სატვირთო რეისების განხორციელება დაიწყო.
AS Schenker-ის მმართველი საბჭოს წევრის, კრისტო ვრაგერის თქმით, Schenker-ი არის პირველი ლოგისტიკური ჯგუფი, რომელიც რეისებს CO2-გან ნეიტრალური გამონაბოლქვით ახორციელებს.
ეკოლოგიური ნახშირბად-ნეიტრალური საავიაციო საწვავით შესრულებული რეისები ფრანკფურტსა და შანხაის შორის, ყოველ კვირაში 174 ტონა საწვავს დაზოგავს, – თქვა ვრაგერმა.
ვრაგერის თქმით, აღნიშნული სერვისი კომპანიებს უფრო ძვირი უჯდებათ, მაგრამ უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ცდილობს შეამციროს მათი ეკოლოგიური კვალი და მისი მიწოდების ჯაჭვი უფრო მდგრადი და კლიმატისთვის ნეიტრალური გახადოს. ახლო მომავალში ნულოვანი გამონაბოლქვით საჰაერო ტრანსპორტი ასევე ხელმისაწვდომი იქნება ბალტიის ქვეყნების მომხმარებლებისთვის.
კრისტო ვრაგერის თქმით, საავიაციო სექტორი ხელშეკრულების თანახმად, 2050 წლისთვის CO2-ის ემისიის განახევრებას გეგმავს.
”ვინაიდან თვითმფრინავები უახლოეს მომავალში, ტექნიკური მიზეზების გამო, ალტერნატიულ საწვავზე გადასვლას ვერ შეძლებენ, მაგალითად როგორიცაა წყალბადი ან ელექტროენერგია, ერთადერთი გზა მიზნის მისაღწევად დღეს ეკოლოგიურად სუფთა საავიაციო საწვავის გამოყენებაა. მდგრადი საავიაციო საწვავი არის საწვავი, რომელიც ქიმიურად, წიაღისეული საწვავის მსგავსად, წარმოიქმნება, მაგალითად, საკვები ზეთიდან ან ბიომასისგან ”, – განმარტა ვრაგერმა.
ეკოლოგიურად სუფთა საწვავი ამჟამად უფრო იაფია, ვიდრე ჩვეულებრივი საწვავი და მასზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია, მაგრამ მისი გამოყენება შესაძლებელია არსებული ინფრასტრუქტურით და თვითმფრინავებით. მდგრადი საწვავის შემთხვევაში, ნახშირორჟანგის ემისიები 80%-ით შემცირდება, ხოლო დანარჩენი კომპენსირდება, მაგალითად, საწვავის წარმოებისთვის მოყვანილი მცენარეების მიერ ნახშირბადის დაყადაღებით და ტყის აღდგენის სხვადასხვა პროექტებით.