გერმანული ავიაკომპანია Lufthansa, ეკონომ კლასში, მრავალჯერადი გამოყენების ჭიქების მოხმარებაზე გადადის.
ყოველი ფრენის შემდეგ, ეს ჭიქები გაიგზავნება გასარეცხად და შემდეგ ისევ ჩაიტვირთება თვითმფრინავში.
ავიაკომპანიამ გადაწყვიტა ეტაპობრივად გააუქმოს ერთჯერადი ჭიქები პლასტმასის ხუფებით. ეს აიხსნება 2025 წლისთვის ავიაკომპანიის ბორტებზე ერთჯერადი პლასტმასის მოხმარების სრულად აღმოფხვრის სურვილით.