გერმანული ავიაკომპანია Lufthansa ხარჯების შემცირების გლობალური პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციულ დანაყოფებში მასშტაბური შტატების შემცირებისთვის ემზადება.
როგორც ცნობილი გახდა, ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, კარსტენ სპორმათანამშრომლებს უკვე აცნობა ადმინისტრაციული ხარჯების დაახლოებით 20%-ით შემცირების განზრახვის შესახებ.
ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ დაახლოებით 3 000 სამუშაო ადგილი გაუქმდება იმ 15 000 ადმინისტრაციული პოზიციიდან, რომელიც ამჟამად ავიაკომპანიაში არსებობს.
Lufthansa-ს ჯგუფის საერთო შტატი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 103 000 თანამშრომელს შეადგენს.
ავიაკომპანიას ამ ეტაპზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა დეტალური გეგმის წარდგენა დაანონსებულია 29 სექტემბერს დაგეგმილ კაპიტალის ბაზრის დღეს (Capital Markets Day). მოსალოდნელია, რომ სწორედ ამ ღონისძიებაზე გახდება ცნობილი შემცირების პროგრამის სრული დეტალები.












