Lufthansa Group-მა სატვირთო გრძელმაგისტრალური Boeing 777X-ების შეკვეთის შესახებ განაცხადა. ამით კი Lufthansa Group-ი ხდება 777-8F სატვირთო ვერსიის მესამე მომხმარებელი მსოფლიოში Qatar Airways-ისა და Western Global-ის შემდეგ.
ირკვევა, რომ Lufthansa-მ 7 ერთეული სატვირთო Boeing 777-8F-ი შეუკვეთა, ჯგუფმა დამატებით შეუკვეთა გააკეთა ასევე 7 ერთეულ Boeing 787-9 სამგზავრო თვითმფრინავზე. იმავდროულად Lufthansa Cargo-ს სატვირთო განყოფილება დამატებით 3 ერთეულ Boeing 777F-ს მიიღებს.
7 ერთეული Boeing 787-9 განკუთვნილია 777X პროგრამის დაგვიანებით გამოწვეული სიმძლავრის ხარვეზების შესავსებად. Lufthansa გეგმავდა 777-9-ის მიღებას 2023 წელს, მაგრამ ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ 777-9 სერტიფიკატის პრობლემების გამო, კომპანია მათ 2025 წელზე ადრე ვერ მიიღებს.
გერმანული მედიის ინფორმაციით, Lufthansa 787-9-ებს 2025-2026 წლებში ელოდება, რომლებიც თავდაპირველად სხვა ავიაკომპანიებისთვის იყო განკუთვნილი. 77-8F სატვირთო ხომალდების მიწოდება 2027 წელს დაიწყება.