გერმანიის ეროვნულმა ავიაგადამზიდავმა და ევროპის უმსხვილესმა ავიაკომპანია ​Lufthansa-მ თავისი ავიაბილეთის ღირებულებაში გარემოსდაცვითი გადასახადი შეიტანა. მგზავრებს მოუწევთ გადაიხადონ დამატებითი გადასახადი 1 ევროდან 72 ევრომდე, მარშრუტისა და მგზავრობის ფასის მიხედვით.

საფასური ვრცელდება ჯგუფის ყველა ავიაკომპანიის ფრენებზე, მათ შორისაა ავიაკომპანიები: Austrian Airlines, Brussels Airlines, Lufthansa City Airlines, Discover Airlines, Eurowings, Lufthansa Cargo, Lufthansa Regional, Air Dolomiti, Lufthansa CityLine, Swiss International Air Lines და Edelweiss Air.

დამატებითი საფასური ვრცელდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე დიდი ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან და ნორვეგიიდან ფრენებზე.
თანხა მოხმარდება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების შემუშავებას, რაც შეამცირებს მავნე ემისიებს ავიაციის სფეროში. ავიაკომპანიამ მიზნად დაისახა 2050 წლისთვის ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევა და 2030 წლისთვის 2019 წელთან შედარებით სათბურის გაზების ემისიებისგანახევრება.

ევროკავშირის ავიაკომპანიებს მოეთხოვებათ თანდათან გადაერთონ ეკოლოგიურად სუფთა საავიაციო საწვავზე. მისი წილი 2025 წლისთვის უნდა იყოს 2%, 2030 წლისთვის 6%, 2035 წლისთვის 20% და 2050 წლისთვის 70%.