ევროპის უმსხვილესი ავიაკომპანია Lufthansa-ს ხელმძღვანელი კარსტენ სპორი არ გამორიცხავს, რომ კომპანიამ მგზავრებისგან საკონტინენტთაშორისო ფრენებზე “COVID პასპორტი” ან ვაქცინაციაში მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთი წარდგენა მოითხოვოს.
”პირადად მე მიმაჩნია, რომ მომავალში, ყველა მარშრუტზე საკონტინენტთაშორისო ფრენის ყველა მგზავრი გაივლის ტესტს, ან აიცრება, – თქვა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში სპორმა.
მისივე განმარტებით, თავდაპირველად კომპანია ფრენების რაოდენობის გაზრდას გეგმავს, სადაც მგზავრებს ექსპრეს ტესტების ჩატარება მოეთხოვებათ.
”მეორე ფაზის განმავლობაში შეიძლება კი შესაძლოა ტესტის ან ვაქცინაციის მოწმობის წარდგენას შორის გახდეს არჩევანის გაკეთება საჭირო”, – განაცხადა Lufthansa-ს ხელმძღვანელმა.