2024 წელს Deutsche Lufthansa AG-ს წმინდა მოგება 18%-ით შეამცირა და 1,38 მილიარდ ევრო შეადგინა. ამის შესახებ ნათქვამია გერმანული ავიაკომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაში.

ირკვევა, რომ კომპანიის EBIT დაეცა 39%-მდე და 1,645 მილიარდ ევრო შეადგენდა. თავად ავიაკომპანიის მიერ მომზადებული კონსენსუსის პროგნოზი 1,585 მილიარდი ევრო იყო.

2024 წელს ავიაკომპანიის შემოსავალი 6%-ით გაიზარდა და რეკორდულ 37,581 მილიარდ ევროს მიაღწია. ანალიტიკოსები საშუალოდ 37,632 მილიარდ ევროს ელოდნენ.

Lufthansa გასულ წელს 131,3 მილიონი მგზავრს მოემსახურა (7%-იანი ზრდა). 2024 წელს ავიაკომპანიის ფრენების დატვირთულობა ყველაზე მაღალი იყო მთელ მის ისტორიაში და შეადგინა 83.1%-ი. მაშინ როდესაც 2023 წლის დატვირთულობა 82.9%-ის დონეზე იყო.

კომპანიის პერსონალი წელიწადში 5%-ით გაიზარდა და დაახლოებით 101,7 ათასი ადამიანი შეადგინა.

Lufthansa ელოდება, რომ შემოსავალი კიდევ გაიზრდება 2025 წელს, მგზავრების გამტარუნარიანობის გაზრდის და კორექტირებული EBIT-ის წყალობით, რომელიც “მნიშვნელოვნად მაღალი” იქნება, ვიდრე გასულ წელს.