შემოსავლების გაზრდის მიზნით, Lufthansa-მ შემოიღო “ცვლილების საფასური” იმ მგზავრებისთვის, რომელთაც ადგილის ცვლილება სურთ. ისინი, ვინც მოგზაურობენ Economy Light-ის საბაზისო ტარიფით, მათზე ადგილის შერჩევა შემთხვევითობის პრინციპით მოხდება და ადგილის შეცვლისთვის
დამატებითი ტარიფის გადახდა მოუწევთ.
რეალურად ეს არის იგივე სისტემა, როგორც Ryanair-ს და სხვა დაბალბიუჯეტიან ევროპულ ავიაკომპანიებს აქვთ, თუმცა ადგილების გაცილებით მაღალი საფასურით. ამის შესახებ Simple Flying წერს
Lufthansa ბორტზე მგზავრთა ჩასხდომის ახალ პოლიტიკას ახორციელებს, რომელიც მას დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან მნიშვნელოვნად დააახლოებს.
21 ივნისიდან გერმანული გადამზიდავი იმ მგზავრიდან, რომელსაც ადგილის შეცვლა უნდა დამატებით 25 ევროს/35 აშშ დოლარს აიღებს.
ამჟამად რეგისტრაციისას ადგილების შერჩევა უფასოა.
ორმხრივი ფრენების „კორექტირების“ საკომისიო 50 ევრო/70 დოლარი შეიძლება იყოს უზარმაზარი ფაქტორი მათთვის, ვინც არჩევანს აკეთებს სრულ სერვისულ Lufthansa-სა და დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს შორის.
მიუხედავად იმისა, რომ Lufthansa-მ გადმოიღო კონკურენტების ტაქტიკა, მის მიერ დაწესებული ტარიფი გაცილებით მაღალია. მაგალითად, Ryanair-ის ფრენებზე ადგილის ცვლილება 3 ევროდან 14 ევრომდე ღირს.
რეალურად განსხვავება დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებსა და სრული სერვისის მქონე ავიაკომპანიებს შორის ყოველდღე მცირდება. ახლა Lufthansa-ს ყველაზე დიდი უპირატესობა მოკლე ფრენებში რჩება ის, რომ ის რეისებს ასრულებს ევროპის მთავარ აეროპორტებში.