Lufthansa-ჯგუფის ავიახაზების ყველა რეისი გაურკვეველი IT-პრობლემების გამო დღეს დილით ხმელეთზე დაეშვა.
მომხდარის ზუსტი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა გერმანული მედიის, მათ შორის „შპიგელის“ ინფორმაციით, საუბარია საოპერაციო და არა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. სისტემის გათიშვის გამო ვერ სრულდება მგზავრთა დარეგისტრირება, ბარგის სორტირება და ჩასხდომის პროცედურები.
შექმნილი პრობლემების გამო, საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებლები ფრანკფურტში ფრენების გადამისამართებას ვერ ახერხებენ. ყველა საჰაერო ხომალდის გადამისამართება ხდება ალტერნატიულ აეროპორტებში, როგორებიცაა დიუსელდორფი და კიოლნი.
როგორც თავად ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, IT პრობლემები ფრანკფურტის რეგიონში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების მიერაა გამოწვეული.