გერმანული საავიაციო კომპანია Lufthansa აძლიერებს მოლაპარაკებებს იტალიის მთავრობასთან იტალიის ეროვნულ ავიაკომპანია ITA Airways-ში წილის შეძენაზე. Lufthansa-ს აღმასრულებელი დირექტორის კარსტენ შპორის თქმით, ბოლო მოლაპარაკებები ფასზე იყო. ამაში კი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ITA Airways-ის მუდმივმა ზარალმა.
იტალიურმა ავიაკომპანიამ 28 მარტს განაცხადა, რომ გასულ წელს 486 მილიონი ევროს ზარალი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ბრუნვა თითქმის 1,6 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. ირკვევა, რომ ზარალი გამოწვეული იყო კოროვირუსული პანდემიის შედეგად და საწვავის ხარჯების ზრდით.
შპორმა აღნიშნა, რომ მხარეებს ორის მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში დასრულდება. გადაწყვეტილება სავარაუდოდ 24 აპრილისთვის იქნება მიღებული. Lufthansa გეგმავს მოლაპარაკებების წინსვლას 30 მარტს რომში იტალიის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.