Lufthansa Group ახლოსაა ახლადშექმნილი იტალიური ავიაკომპანია ITA Airways-ის (ITA) 40%-იანი წილის შეძენასთან, წერს წამყვანი იტალიური გაზეთი Affari Italiani.
იტალიური პრესის ცნობით, ITA-ს მენეჯმენტი მზადაა Lufthansa-ს პარტნიორი გახდეს და მასთან გარიგება 2022 წლის ზაფხულისთვის გააფორმოს.
Lufthansa Group-ის (LH Group-ის) მრავალწლიანმა ამბიციამ იტალიის ბაზარზე დომინანტი გახდეს Alitalia-ს ბაზრიდან გასვლის შემდეგ საავიაციო ჯგუფის შანსები გაზარდა.
გერმანელები იმედოვნებენ, რომ პოზიციებს კიდევ უფრო გაიმყარებენ და რომის ფიუმიჩინოს აეროპორტს (FCO) განავითარებენ, როგორც ახალ და დიდ საერთაშორისო ჰაბს.
გავრცელებული ინფორმაციით, LH Group-მა უკვე გაუგზავნა პარტნიორობის წინადადება იტალიურ ავიაკომპანიას, რომელიც იტალიური გადამზიდველის საწესდებო კაპიტალის 15-დან 40%-მდე შეძენას გულისხმობს. თუმცა ინფორმაცია ჯერჯერობით არაოფიციალურია.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ გარიგება, თუ ის განხორციელდება, სარგებელს მოუტანს როგორც Lufthansa Group-ს, ასევე ITA Airways-ს. თუმცა ეს ასევე შეიძლება ნიშნავდეს დარტყმას აშშ-ს ავიაკომპანია Delta Air Lines-ზე, რომელმაც ITA-სთან ზიარი კოდის ხელშეკრულება გააფორმა და ასევე იმედოვნებს გააძლიეროს თავისი პოზიცია იტალიაში ITA-ს SkyTeam-ის წევრობის ფონზე.