15Lufthansa Group-მა ახალი სერვისი გაუშვა. ამიერიდან ავიაკომპანიების Lufthansa-ს, Swiss-ისა და Austrian Airlines-ის მგზავრებს Facebook-ის ChatBot-ის მეშვეობით შეუძლიათ კომპანიას ნებისმიერი კითხვა დაუსვან.

იმისათვის, რომ მგზავრმა ავიაკომპანიას კითხვა დაუსვას, მას სმარტფონში Facebook Messenger-ი უნდა ქონდეს ჩამოტვირთული, ამის შემდეგ კი უნდა ჩაწერონ შესაბამისი მისამართი lh.com/bot, swiss.com/bot ან austrian.com/bot. სასაუბრო ფანჯრის გახსნის შემდეგ  მგზავრებს ავიაკომპანიებთან შეუძლიათ ინგლისურ ენაზე მიმოწერა და სასურველ კითხვებზე პასუხების მიღება.