გერმანული ავიაკონცერნი Lufthansa Group-ი საკუთარი ავიაფლოტის მოდერნიზაციის ფარგლებში 10 გრძელმაგისტრალურ თვითმფრინავს Airbus-ისგან და Boeing-ისგან შეიძენს.

საავიაციო კონცერნის სამეთვალყურეო საბჭომ თვითმფრინავის შეძენის გადაწყვეტილება დაადასტურა. გეგმის მიხედვით, პირველ 5 ერთეულ Boeing 787-9-ს Lufthansa ზამთრის პერიოდში და  2022 წლის პირველ ნახევარაში მიიღებს, ხოლო 5 ერთეულ Airbus A350-900-ს კი 2027-2028 წლებში.

ცნობილი ხდება, რომ Lufthansa 10 წლის განმავლობაში ახალ 175 თვითმფრინავს შეიძენს.